რეგიონი
ზუგდიდში ფესტივალი „კოლხი და...“ გაიმართება
14-16 ივლისს, ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და...“ გაიმართება.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ქართული ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ, ასევე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თანამედროვე, ტრადიციული რეწვის ოსტატთა ნამუშევრები.

ღონისძიების დასასრულს გაიმერთება გალა - კონცერტი.

ფესტივალი ,,კოლხი და..'' წელს მესამედ ტარდება



Print