რეგიონი
ფოთსა და სენაკში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ინფორმაციით, ფოთსა და სენაკში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟმში მიმდინარეობს.

კომპანიის ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე მძიმე და სპეცტექნიკა. მათივე ინფორმაციით, უკვე ჩატარებული სამუშაობის შედეგად, ქალაქ ფოთის მოსახლეობა წყალს, შესაბამისი გრაფიკით, დღის ბოლოს მიიღებს.

..პარალელურად გრძელდება ქალაქ სენაკის ცენტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები, თუმცა მუშაობის პროცესს არსებული წყლის დონე ართულებს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების აღსადგენად ფიზიკური სამუშაოები აქტიურად, 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება. სამეგრელოს რეგიონში სტიქიის ადგილას იმყოფებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და მოადგილე ირაკლი ნაფეტვარიძე'', - ვკითხულობთ გავრცერლებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადაც, სენაკისა და ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება ამ დრომდე შეზღუდული აქვთ.

ამავე თემაზე:

სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)

სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია

Print