გაგრის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვეროლი მოჰყვა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, საავტმობილო ტრასაზე, სოფელ ფსახარას მახლობლად, ერთმანეთს "კამაზი" და "ლადას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ამავე ცნობით, დაშავებულები, რომლებიც ავტომობილიდან სპეცტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს, გაგრის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები