ახალი ამბები
გუდაუთაში „კრიმინალური ავტორიტეტი“ მეტსახელად "დინ რიდი" მოკლეს

გუდაუთის რაიონში, 51 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“, მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი

RESPUBLICA იტყობინება. 

ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში დაადასტურეს. საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.  

ამავე ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები, დანაშაულის ჩემდენი პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით.


 

Print