ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კაფეს მოსაწყობად აუქციონი ისევ გამოცხადდა
ა(ა)იპ "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის" ადმინისტრაციის შენობის ნაწილის იჯარით გაცემაზე ელექტრონული აუქციონი კიდევ ერთხელ გამოცხადდა.


საწყისი წლიური ქირის თანხა 25920 (ოცდახუთი ათას ცხრაასოცი) ლარს შეადგენს დღგ - ს ჩათვლით. აუქციონის პირობით, გამარჯვებულმა ფართი (277.98 მ2) კაფეტერიისა და ღია ბარის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს.

გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს. მოიჯარე შეზღუდული იქნება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რათა უძრავი ქონების იერსახე არ დამახინჯდეს. ასევე, არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ასევე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე წელიწადში 10 დღით სადღესასწაულო და ცალკეული ღონისძიებების მოსაწყობად დაეთმოს იჯარით გაცემული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის წინ 200 მ2 ფართი.

"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა" აუქციონზე ბაღის ადმინისტრაციის შენობის ნაწილი რამდენჯერმე გაიტანა.

2023 წელს გამოცხდებულ აუქციონზე საწყისი წლიური ქირის თანხა შესაბამისმა აუდიტმა 43 200 ლარით განსაზღვრა.

2022 წლის ივნისში მსგავს აუქციონში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გაიმარჯვა, თუმცა, როგორც რადიო "ათინათს" ბოტანიკურის ადმინისტრაციაში განუმარტეს, მან პირობა ვერ შეასრულა და შესაბამისად, ხელშეკრულება შეუწყვიტეს. მაშინ ფართის წლიური ღირებულება 55 000 ლარს შეადგენდა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კაფე-რესტორნის მოწყობაზე აუქციონი გამოცხადდა

ზუგდიდის ბოტანიკურში კაფეს მოსაწყობად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო
Print