რეგიონი
დღეს სვანეთი ,,მთის დღეებს,, მასპინძლობს (ფოტო)
დღეს სვანეთში ფესტივალი "მთის დღეები 2023" გაიმართა.
უღვირის ტბის მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ფესტივალი სხვადასხვა სანახაობას სთავაზობდა.

ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.

ფესტივალის ფარგლებში ცნობილმა შეფ - მზარეულებმა სტუმრებისთვის სვანური კერძები მოამზადეს და ჩაატარეს მასტერკლასი, სადაც კერძების დეგუსტაცია ყველა მსურველს შეეძლო.

ასევე გაიამრთა დაჯილდოების ცერემონია - "მთის ამბები 2023".

ღონისძიება ,,სუხიშვილების'' კონცერტით დასრულდა. 

წლევანდელი ფესტივალი "მთის დღეები", მთავრობის ადმინისტაციის ორგანიზებით ჩატარდება.

ამავე თემაზე:

მესტიაში ფესტივალი "მთის დღეები 2023" გაიმართება
Print