ახალი ამბები
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითი გზას კვეთდა, როცა მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

Print