ახალი ამბები
კატეგორიულად ვგმობ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი
"კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სოხუმის აეროპორტს რუსი ინვესტორი ეყოლება.

მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


"ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!', - აცხადებს პრეზიდენტი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, რუსეთის იურიდიულ პირთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირეს მხარი.



Print