ახალი ამბები
სოჭიდან სოხუმში კიდევ ერთი ტურისტული მატარებელი ივლის
სოჭიდან სოხუმის მიმართულებით კიდევ ერთი ტურისტული მატარებელი, "რიწა" ივლის, ინფორმაციას "აფხაზეთის რკინიგზის" პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, მატარებელი თითო - თითო დღით სოხუმსა და გაგრაში გაჩერდება.

"წელს ის რამდენიმე რეისს განახორციელებს, მომავალ წელს კი რეგულარულად ივლის, ვკითხულობთ ინფორმაციაში.

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტები უკვე გადაჰყავს მატარებელს, "ტუაფსე-გაგრა".

სოხუმიდან ასევე დადიან საქალაქთაშორისო შემადგენლობები, მოსკოვის, სანკტ- პეტერბურგის და რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებით.





Print