ახალი ამბები
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ თანამდებობა დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს ნანა გაბელია ჩაიბარებს.

ამავე ცნობით, ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან-დღემდე იგი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება.

Print