ახალი ამბები
ანაკლიის პორტის ასაშენებლად კანდიდატების გამოვლენის თარიღი გადავადდა
ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ, შესარჩევი კომისიის თანხმობით, მიიღეს გადაწყვეტილება, შეცვალონ კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა და წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადა.

ცვლილებების თანახმად, 28 ივლისის ნაცვლად კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოოდ ვადა 20 სექტემბერია, წინადადების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო თარიღი კი, ჯერჯერობით, უცნობია.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის ასაშენებლად განაცხადები საერთაშორისო კომპანიებისგან მივიღეთ - მინისტრი




Print