რეგიონი
ზუგდიდელი ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია
ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ბუქარესტში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ახალგაზრდა სპორტსმენმა კონტინენტის პირველობა ატაცში 93/96 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

,,ბუქარესტში მიმდინადე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ნათია გადელიამ (81 კგ.) იასპარეზა. გადელიამ კონტინენტის პირველობის ატაცში 93 / 96 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა. ძალოსანმა აკვრაში 116 / 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა! ნათია გადელია ორჭიდში მოგროვილი 219 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა'', - აღნიშნავს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.

ბუქარესტში მიმდინადე  ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელიამ  81 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა.



Print