ახალი ამბები
აფხაზეთში თავშეყრის ადგილებში "შეუსაბამოდ" ჩაცმისთვის ჯარიმა 20 - ჯერ გაიზარდა
1 აგვისტოდან, ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საცურაო კოსტუმებით გამოჩენისთვის მოქალაქეები 6 ათასი რუბლით (დაახლოებით, 150 ლარი) დაჯარიმდებიან.

"ჩვენ მიზნად არ გვაქვს დაჯარიმება, უბრალოდ, საჭიროა, რომ ადამიანებმა სათანადოდ ჩაცმულებმა იარონ. ვიმედოვნებ, რომ, ინფორმირების გზით, ეს საკანონმდებლო ნორმა აისახება ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებზე და ისინი დაიცავენ ელემენტარულ წესებს", - განუცხადა გამოცემას აფხაზმა "დეპუტატმა" დაუთ ხუტაბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეების ქცევასთან დაკავშირებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები 8 ივნისს შეიტანა.

ინფორმაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ეხება როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.

ამავე ცნობით, მანამდე მსგავსი ჯარიმა 300 რუბლს შეადგენდა. 



Print