ახალი ამბები
ასლან ბჟანია Astoria Grande - ს სოხუმში ეპატიჟება და „თბილ დახვედრას ჰპირდება“ - მედია
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეში ეპატიჟება საკრუიზო ლაინერს ASTORIA GRANDE - ს და „რუს ტურისტებს თბილ დახვედრას ჰპირდება“.

„რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება“, - განუცხადა ბჟანიამ TASS-ს, ბათუმის პორტში გამართული საპროტესტო აქციის კომენტირებისას.

მისივე თქმით, სოხუმის საზღვაო პორტი „ტექნიკურად მზად არის ასტორია გრანდეს ტიპის გემების მისაღებად“.

„სიხარულით გეპატიჟებით აფხაზეთში და რუს ტურისტებს თბილ მიღებას ვპირდებით, აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით“, - დასძინა მან.ასლან ბჟანია Astoria Grande - ს სოხუმში ეპატიჟება და „თბილ დახვედრას ჰპირდება“ - მედია 

ბჟანიამ მაგალითად მოიყვანა საკრუიზო მიმოსვლის დაწყება სოჭსა და სოხუმს შორის, რომელსაც ახორციელებს რუსული ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ .

”თუ ჩვენ შევძელით ღირსეულად დავხვედროდით „კნიაზ ვლადიმირს“, „Astoria Grande“ - თვისაც მოიძებნება ადგილი“, - დასძინა მან.

აფხაზური მედიის თანახმად, „კნიაზ ვლადიმირმა“ სოჭი - სოხუმის მიმართულებით საცდელი რეისი 23 ივნისს შეასრულა, საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ რუსული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობდნენ საექსკურსიო მარშრუტებს და ეკიპაჟის 96 წევრი. 30 ივნისს ლაინერი სოხუმის პორტში 82 მგზავრით შევიდა. 30 ივნისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით დაიგეგმა 10 კრუიზის განხორციელება.

პალაუს დროშით მცურავმა გემმა Astoria Grande - მ, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International - ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგური 31 ივლისს საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.
ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის, ერთი - უკრაინის მოქალაქეც. შსს ყველა დაკავებულს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შემოვიდა და ის მაშინაც საპროტესტო აქციით გააცილეს






Print