ახალი ამბები
გალის ე.წ. ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა ჩაერთონ მოკლული ნათია ბახტაძის ცხედრის ძიებაში
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქალაქ გალის და მიმდებარე სოფლების, ფიჩორის, გაგიდას და პრიმორსკოეს მოსახლეობას მოუწოდა, ჩაერთოს მოკლული ნათია ბახტაძის ცხედრის ძიებაში.

"გალმედიას" თანახმად, საძიებო სამუშაოები, რომელშიც ადგილობრივი მოხალისეები მიიღებენ მობაწილეობას, 19 კმ - იან სანაპირო ზოლზე იგეგმება.

მანამდე, გალის ე.წ. ადმნისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტიე ფილიამ განაცხადა, რომ გალში მოკლული ნათია ბახტაძის ცხედრის ძიება ვარდნილჰესის არხების შემდეგ, ზღვის აკვატორიაში გაგრძელდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის მკვიდრის 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელობა 3 აგვისტოს დაადასტურა და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


ამავე თემაზე: 

გალში მოკლული ნათია ბახტაძის ცხედარს ვარდნილჰესის არხის შემდეგ ზღვის აკვატორიაში ეძებენ

მოკლული ბახტაძის ცხედარი მკვლელმა მდინარე ენგურში ვარდნილჰეს 3-ში გადააგდო - ე.წ. გენპროკურატურა

დააკავეს გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე ეჭვმიტანილი მამაკაცი

"არიან ეჭვმიტანილები" - გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა დახმარებას ითხოვს






Print