ახალი ამბები
სოხუმში მკვლელობა მოხდა, ეძებენ ეჭვმიტანილებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნა გამოცხადდა სოხუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებზე: უზბეკეთის და აზრებაიჯანის მოქალაქეებზე, 31 წლის ოტბეკ სალომოვზე და 25 წლის ალი იბრაჰიმოვზე.

ამავე ცნობით, მკვლელობა სოხუმის ერთ - ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, 6 აგვისტოს მოხდა. მოკლული, "აფხაზეთის მოქალაქე", თურქეთის მკვიდრი, 56 წლის, რიდვან ხან იფაა.

ინფორმაციას თან ახლავს ძებნილების ფოტოები და საკონტაქტო ნომრები.

Print