ახალი ამბები
გალში ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ აინარ ცვიჟბას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აფხაზური მედიის თანახმად, ამის შესახებ გალის რაიონის ე.წ. პროკურორმა ალსახ ოტირბამ "გენერალური პროკურატურის" კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოკლული ახალგაზრდა ქალის ცხედრის საძიებო სამუშაოები ზღვის აკვატორიაში გაგრძელდება. მათში 100 - მდე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და ძალოვანი სტრუქტურების, ენგურჰესის სამაშველო სამსახური, ასევე მოხალისეები".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის მკვიდრის 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელობა 3 აგვისტოს დაადასტურა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოჩამჩირეში მცხოვრები აინარ ცვიჟბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამავე თემაზე: 

გალის ე.წ. ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა ჩაერთონ მოკლული ნათია ბახტაძის ცხედრის ძიებაში

გალში მოკლული ნათია ბახტაძის ცხედარს ვარდნილჰესის არხის შემდეგ ზღვის აკვატორიაში ეძებენ

დააკავეს გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე ეჭვმიტანილი მამაკაცი




Print