ახალი ამბები
გალში დააკავეს სოხუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი მოქალაქე
სოხუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის და უზბეკეთის მოქალაქეები, 25 წლის ალი იბრაჰიმოვი და 31 წლის ოტობეკ სალომოვი სამართალდამცავებმა გალში აიყვანეს .

უწყების ცნობით, კვირას, 6 აგვისტოს, სოხუმში, ერთ-ერთი სახლის ეზოში, "აფხაზეთისა და თურქეთის მოქალაქე" რიდვან ინხან-იპა მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები ძებნაში გამოაცხადეს.





Print