ახალი ამბები
ფსოუს ე.წ. საგუშაგოზე ძველი ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება - სოხუმი
ოკუპირებულ აფხაზეთში, ფსოუს ეწ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე გამტარუნარიანობის გასაზრდელად ძველი ხიდის კაპიტალური რემონტი იგეგმება. "აფსნიპრესის" თანახმად, საკითხზე რუსულ მხარესთან, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ეკონომიკის სამინისტრომ" იმსჯელა.


ამჟამად, ე.წ. საზღვარზე ავტომობილები და ფეხით მოსიარულეები მდინარე ფსოუზე აშენებული ხიდებით გადაადგილდებიან, რომელთა რეკონსტრუქცია, რუსეთთან 2011 წლის "მთავრობათაშორისი შეთანხმების რეალიზაციის" ფარგლებში განხორციელდა, წერს გამოცემა. 

აქვე აღნიშნულია, რომ სოხუმმა არაერთხელ დააყენა საკითხი "ადლერის" საავტომობილო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ და "ამჟამად მხარეები ამ საკითხზე კონსულტაციებს მართავენ, კერძოდ, გათვალისწინებულია ძველი ხიდის კაპიტალური რემონტი და ხელშეკრულების პროექტის განხილვა".

ამავე ცნობით, რუსულმა მხარემ უკვე დაიწყო "ადლერის" საგუშაგოს რეკონსტრუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.






Print