ახალი ამბები
პატიმრობა შეეფარდა ყაჩაღობასა და ორსულისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულ გზდ-ს თანამშრომელს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გარემოსდგაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, წალენჯიხაში

ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა და ორსულ თანამშრომელს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის უძრავი ქონების უზრუნველყოფით 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. ყაჩაღობა წალენჯიხაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

 

Print