ახალი ამბები
ივლისში სამეგრელო-ზემო სვანეთში თევზჭერის 7 ფაქტი აღმოაჩინეს - გზდ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ჯამში ბრაკონიორობის 93 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

"ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 10, სახლართი ტიპის ბადით - 54 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 8 ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივლისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 270 მეტრამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს'', - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

2023 წლის 1 იანვრიდან 31 ივნისის ჩთვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის 384 ფაქტი გამოვლინდა, აქიდან 105 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს , რომლის შედეგები რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გაიგზავნა.

Print