ახალი ამბები
გალელი ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიამ”, 11 აგვისტოს გამართულ სხდომაზე გალის მცხოვრები ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აინარ ცვიჟბას  პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

უფრო ადრე, ცვიჟბას ადვოკატებმა მარინა ტანიამ და ნონა სმირმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს „გალის რაიონული სასამართლოს“ გადაწყვეტილებაზე აღკვეთის ღონისძიების არჩევასთან დაკავშირებით და ბრალდებულის შინაპატიმრობაში გადაყვანა ითხოვეს, ინფორმაციას  „აბაზა ტვ“ ავრცელებს.

ნათია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 28 ივლისს გავრცელდა. 3 აგვისტოს გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოჩამჩირეში მცხოვრეი აინარ ცვიჟბას წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში. ე.წ. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

25 წლის ცვიჟბამ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ მოკლული ქალის ცხედარი მდინარე ენგურზე ვარდილჰესი - III ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში გადააგდო.

მოკლული ქალის ცხედრის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.


ამავე თემაზეგალში ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


Print