ახალი ამბები
აფხაზებთან და ოსებთან ერთად ძლიერი სახელმწიფოს შენება ჩვენი პერსპექტივაა - პრემიერი
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ვრცელდება.


განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზებთან და ოსებთან ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს შენება ქვეყნის ერთ- ერთი მთავარი პერსპექტივაა. მისივე თქმით, კონფლიქტები და მისი შედეგები ისევ რჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების მთავარ გამოწვევად.

„31 წელი შესრულდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან, რომელიც ჩვენი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ მრავალი მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ საზოგადოებასთან ერთდ პატივს მივაგებთ თითოეულიმათგანის ხსოვნას. „ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები - ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა - კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.

აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი, ძლიერი, და განვითრებული სახელმწიფოს შენება საუკეთესოა ყველასათვის, რადგან ეს ყოველი ჩვენგანისთვის საერთო საქმეა. მწამს რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს მიზანთან“,- ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.


ფოტო: მაიკლ გოლდვოთერი




Print