ახალი ამბები
მუხურიდან ტობავარჩხილამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.


ამავე ცნობით, მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

"ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები", - აცხადებენ გუბერნიაში.


Print