ახალი ამბები
წებელდის პოლიგონზე რუსული ბაზის სამხედროებს წვრთნები ჩაუტარდათ
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს სწავლება ჩაუტარდათ.

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, წვრთნები სამხედრო ბაზის სადაზვერვო ქვედანაყოფებს წებელდის მთიან პოლიგონზე ჩაუტარდათ, სადაც მათ "დამალული იმიტირებული მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები გაანეიტრალეს", წერს "აფსნიპრესი".

ინფორმაციაში არ არის მითითებული სამხრეთის სამხედრო ოლქის რამდენი სამხედრო და რამდენი ერთეული ტექნიკა იყო ჩართული სასწავლო ღონისძიებაში.



Print