ახალი ამბები
ქორულდის ტბისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება - მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
ხვალ, 19 აგვისტოს, დაბა მესტიიდან ქორულდის ტბებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრელებს.

მერია ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს აფრთხილებს, რომ რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შეფერხდება მოძრაობა.

„მოგიწოდებთ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისგან ხვალ თავი შეიკავოთ“, - აღნიშნულია მერიის ფეისბუქ გვერდზე.

Print