ახალი ამბები
ფსოუზე ე.წ. საზღვარს დღე - ღამეში 10 ათასზე მეტი ავტომობილი კვეთს - მედია
"ფსოუს" ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე გამტარუნარიანობა 7 ჯერ გაიზარდა. ინფორმაციას "აბხაზია ინფორმი" რუს მებაჟეებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ორივე მიმართულებით, ე.წ. საზღვარს "10 ათასი ერთეული ტრანსპორტი კვეთს, როდესაც გამტარუნარიანობა, 1,5 ათასს შეადგენს".

გამოცემის თანახმად, დატვირთვის პიკი უქმე დღეებზე მოდის, როდესაც ე.წ. საზღვარს 11 ათას ერთეულზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და 70 ათასზე მეტი მოქალაქე კვეთს, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (66 ათასი) აღემატება.

ჯამში "აფხაზეთ - რუსეთის" ე.წ. საზღვარი საკურორტო სეზონის დაწყებიდან (2023 1 მაისიდან) 5 მილიონმა ფიზიკურმა პირმა, 800 ათასმა ერთეულმა სატრანსპორტო საშუალებამ და 30 ათასმა საექსკურსიო ავტობუსმა გადაკვეთა.

უფრო ადრე, ოკუპირებულ აფხაზეთის "ეკონომიკის სამინისტრო" იუწყებოდა, რომ ფსოუს ეწ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე გამტარუნარიანობის გასაზრდელად ძველი ხიდის კაპიტალური რემონტი იგეგმება.

ამავე ცნობით, რუსულმა მხარემ უკვე დაიწყო "ადლერის" საგუშაგოს რეკონსტრუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.



ამავე თემაზე: ფსოუს ე.წ. საგუშაგოზე ძველი ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება - სოხუმი



Print