ახალი ამბები
ქვემო ქვალონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი და სამი მცირეწლოვანია.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა ბოძს დაეჯახა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ყველა მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print