ახალი ამბები
სოხუმში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - "საგანგებო"

სოხუმში, ერთ - ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.


ამავე ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულები არიან პიროტექნიკის განყოფილების თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე მეხანძრეები და მაშველები.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


 

Print