ახალი ამბები
შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000 -ზე მეტი ადამიანი უგზო - უკვლოდ დაკარგულად ითვლება - ICRC

30 აგვისტოს მთელ მსოფლიოში უგზო - უკვლოდ დაკარგული პირების საერთაშორისო დღე აღინიშნება.


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მონაცემებით, საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000 - ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივლისში უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა.

დაკარგულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე საქართველოში 2003 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.



 



 

Print