ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი განახლდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს 153 სკოლა, მათ შორის 4 სკოლა-ინტერნატი გაიხსნა. ინფორმაციას ე.წ. მედია ავრცელებს.

ამავე ცნობით, აფხაზეთის სკოლებში 29 ათასი მოსწავლე ირიცხება, რომელსაც 3 959 მასწავლებელი ასწავლის.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „განათლების სამინისტროს“ წინასწარი მონაცემებით კი, წელს პირველ კლასში 2452 გოგონა და ბიჭი წავიდა, მათგან 940 - სოხუმის სკოლებში.


„ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ტრადიციულად ცოდნის დღეს ეძღვნება. წელს ცოდნის დღის მთავარი თემა აფხაზეთის ხალხის სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავია“, - წერს ე.წ. ადგილობრივი მედია.


„ოფიციალური მონაცემებით, 153 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან აფხაზური სკოლა - 58-ია, რუსული - 55, რუსულ-აფხაზური - 16, სომხური - 24.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 40 საქალაქო და 113 სოფლის სკოლა ფუნქციონირებს.


ფოტო: აფსნიპრესი
Print