ახალი ამბები
ფოთში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ფოთში, სასწრაფო დახმარების მანქანისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველის ცნობით, მალთაყვას უბანში, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი ამჟამად კლინიკაში გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
Print