რეგიონი
სოხუმის აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები ააშენებენ
აფხაზეთის დე ფაქტო  ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბაბუშერას აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები ააშენებენ.

..უწყების'' ცნობით, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციით უკვე ორი რუსული კომპანია დაინტერესდა.

ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, რუსეთის იურიდიულ პირთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირეს მხარი, 

ინფორმაციისთვის, სოხუმი აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის ივნისში სანკტ - პეტერბურგში მოაწერეს ხელი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის ვარაუდობს.

2019 წლის ივლისში აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO- მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

ამავე თემაზე:

სოხუმის აეროპორტის აღდგენა სოჭის აეროპორტს და "ფსოუს" გამშვებ პუნქტს განტვირთავს - მოსკოვი

რუსი ინვესტორი: სოხუმის აეროპორტის აღდგენას, მინიმუმ, ორი წელი დასჭირდება

სოხუმის აეროპორტს რუსი ინვესტორი ეყოლება - ე.წ. პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სოხუმის აეროპორტი - პერსპექტივები და რეალობა (ფოტო)

სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა

კატეგორიულად ვგმობ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი

ICAO სოხუმის აეროპორტს ყოველთვის საქართველოს სივრცის ნაწილად განიხილავს, - დარჩიაშვილი 

ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტს ოლეგ დერიპასკას აძლევს - მედია



Print