ახალი ამბები
საყანე ფართობები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საყანე ფართობების მონიტორინგის შედეგად, იმ მასივებში, სადაც მავნებლის გადაჭარბებული კონცენტრაცია ფიქსირდება, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით თერმული ნისლით წამლობის პროცესი მიმდინარეობს. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, თხილის მოსავლის აღების შემდეგ, ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს. ამ დროისათვის კი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 128 628.00 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით - 40 068 ჰა ფართობი, განთავსებულია მონიტორინგის 98 081 სპეციალური სისტემა.


"სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად განხორციელებული მავნებლის საწინააღმდეგო სისტემური ღონისძიებების შედეგად, წინა წლების მსგავსად, წელს სიმინდში ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი მინიმუმამდე არის დაყვანილი და, როგორც ფერმერები აღნიშნავენ, თითქმის 0%-ია.", - ვკითხულობთ სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სეს მოსახლეობას მოუწოდებს, მავნებლის გამოზამთრების ფაზის მოახლოებასთან ერთად, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განათავსონ მექანიკური ხაფანგები.
Print