ახალი ამბები
ოკუპირებულ გალში ცხედარი იპოვეს, შესაძლოა ის ნათია ბახტაძის იყოს
დღეს დილით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ გაგიდაში, მეთევზეებმა ზღვის სანაპიროზე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხედარი სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში წყალში იყო და პირველადი ვერსიით, შესაძლოა ის ნათია ბახტაძის გვამი იყოს.

მომხდარის შესახებ მეთევზეებმა გალის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათი მუშაობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიცია და პროკურატურა.

ინფორმაციისთის, ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. მისმა დედამ, იამზე აგუმავამ, 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან. 

აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის მკვიდრის 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელობა 3 აგვისტოს დაადასტურა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოჩამჩირეში მცხოვრები აინარ ცვიჟბა დააკავა.

მავე თემაზე:

გალში მოკლული ნათია ბახტაძის ცხედარს ვარდნილჰესის არხის შემდეგ ზღვის აკვატორიაში ეძებენ

გალის ე.წ. ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა ჩაერთონ მოკლული ნათია ბახტაძის ცხედრის ძიებაში

გალში ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გალელი ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს

ნათია ბახტაძის დედა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს
Print