ახალი ამბები
ქართული ოცნების ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მამუკა წოწერია აირჩიეს

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციას მამუკა წოწერია, ზუგდიდის მერი უხელმძღვანელებს.


დელეგატებმა ის დღეს, ზუგდიდში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, გენერალური მდივანი კახი კალაძე და „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, დღესვე ზუგდიდში პარტიის ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნება“ კიდევ რვა პარტიულ კონფერენციას გამართავს მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით.

ამავე თემაზე:


კალაძე, კობახიძე, მდინარაძე ზუგდიდში - “ქართული ოცნება” სამეგრელოში პარტიის რაიონულ თავჯდომარეებს ირჩევს

 

Print