ახალი ამბები
ხობში, სენაკსა და ფოთში “ქართული ოცნების” რაიონულ ორგანოზაციებს მერები უხელმძღვანელებენ
ხობში, სენაკსა და ფოთში პარტიული კონფერენცია გაიმართა, სადაც დელეგატებმა პარტიის რაიონული თავმჯდომარეები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე უხელმძღვანელებს, სენაკში მმართველი პარტიის რაიონულ თავმჯდომარედ  მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია აირჩიეს, ხობში კი პარტიული ორგანიზაციის თევმჯდომარე ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გახდა.

კონფერენციას, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერები ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე უძღვებოდნენ, ასევე აირჩიეს ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერები და ბიუროს წევრები.

მანამდე ღონისძიება გაიმართა ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და მესტიაში.

დღეს კონფერენციები მარტვილსა და აბაშაში გაიმართება.

ამავე თემაზე:

კალაძე, კობახიძე, მდინარაძე ზუგდიდში - “ქართული ოცნება” სამეგრელოში პარტიის რაიონულ თავჯდომარეებს ირჩევს



Print