ახალი ამბები
მეორე სკოლა სწავლებას პირველი სკოლის შენობაში განაგრძობს, ახალაბასთუმანში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება
ზუგდიდის სოფელ ახალ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწალეებისთვის ხვალ სასწავლო პროცესი არ განახლდება, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, დარჩენილია გარე ფასადი. სასწავლო პროცესი აქ, ბულიას თქმით, 25 სექტემბერს განახლდება.

ასევე სარემონტო სამუშაოებზე გადის მეორე საჯარო სკოლა.

“მოსწავლეები ხვალ თავიანთ სკოლაში შეხვდებიან სასწავლო პროცესს, ორშაბათიდან კი პირველ საჯარო სკოლაში გადავლენ, სადაც ჰიბრიდული სწავლება იქნება მათთვის”,-აღნიშნა მამუკა ბულიამ.

სულ ზუგდიდის რაიონის მაშტაბით 51-დან 50 საჯარო და 6 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დასწრებით რეჟიმში ხვალ დაიწყება.


Print