რეგიონი
სოხუმის მე-2 საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა
სოხუმის მე-2 სკოლაში ანონიმური ზარი შევიდა ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ.

შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ  ე.წ. საგანგებო სიტუაციების და შსს - სამინისტროს სამსახურის  თანამშრომლები, რომლებმაც მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტეს და შენობიდან იქ მყოფი ბავშვების ევაკუაცია მოახდინეს.

დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ 12 საათზე შემოვიდა ინფორმაცია, სკოლის დანაღმვის შესახებ.

,,მოხდა ბავშვებისა და სკოლის პერსონალის სწრაფი ევაკუაცია. ადგილზე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო'', - განაცხადა მან.

ამ დროისთვის სკოლის შენობის მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია პოლიციის მიერ.
Print