ახალი ამბები
სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრების ხელფასები იზრდება - სამინისტრო
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10%-ით გაიზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ოქტომბრიდან გაზრდილ ხელფასს 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536 ლარი, პარამედიკოსის - 2184 ლარი, მოტომედიკოსის - 2184 ლარი, უმცროსი ექიმის - 1800 ლარი, ექთნის- 1664 ლარი, მძღოლის - 1520 ლარი, დისპეტჩერის - 1392 ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648 ლარი, ცვლის უფროსის - 2560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის -2128 ლარი, ოპერატორის -1024 ლარი“, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10%-ით, ისევ გაიზრდება.
Print