ახალი ამბები
გაგრაში რუსი ტურისტი დაიხრჩო
გაგრის რაიონის სოფელ ალახაძთან, 51 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 51 წლის იგორ რიაბჩიკოვი, რუსეთის ქალაქ ივანოვოს მკვიდრია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ისვენებდა მეგობრებთან ერთად. სწორედ მისმა ახლობლებმა მიმართეს მაშველებს დახმარების თხოვნით. 

რუსი ტურისტის ცხედარი მყვინთავებმა, დაახლოებით, 12 საათისთვის იპოვეს. 

ამავე ცნობით, შემთხვევა 17 სექტემბერს დილის საათებში მოხდა.



Print