ახალი ამბები
არძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სოხუმში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა გააკრიტიკეს მისი დამამცირებელი გამანთქვამების გამო, “ინტელიგენციისა და მწერლების“ ნაწილის მისამართით, რომლებმაც „აპარტამენტების შესახებ კანონი“ უარყოფითად შეაფასეს, წერს „ ეხო კავკაზა“.


 


ტელეგრამ - არხის KELESHBEY - ს თანახმად, ერთ - ერთი, ვის განცხადებებსაც არძინბამ „იდიოტური“ უწოდა, აფხაზი პოლიტიკოსი, პარტია „აფსნის“ ლიდერი, ვიტალი გაბნიაა. ამ უკანსკნელის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის ყიდვა რუს ოლიგარქებს სურთ. მან გააჟღერა გვარებიც: როტენბერგი და ტკაჩევი, რამაც არძინბას უკმაყოფილება გამოიწვია.

„თუ მე და თქვენ ვაცნობიერებთ ჩვენი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს, უნდა ვიმოქმედოთ ძალიან ფრთხილად და ძალიან სწორად და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ იდიოტური განცხადებები“, - განაცხადა არძინბამ.

მას მიაჩნია, რომ მსგავსი შეფასებების უფლება მხოლოდ ექსპერტ - ეკონომისტებს აქვთ და „ინტელიგენციამ, მწერლებმა და სანტექნიკოსებმა“ ამაზე ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკონ, რადგან მათ არ ესმით საკითხის არსი.

გამოცემის ცნობით, არძინბას „უხეშმა და უპატივცემულო მანერამ“, აღაშფოთა შეკრებილები და მათ, „საგარეო უწყების“ და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელები პირისპირ შეხვედრაზე მიიწვიეს, რომელზეც ისინი არ გამოცხდდნენ. მიუხედავად ამისა, შეხვედრის ინიციატორებმა მაინც შეაფასეს არძინბას ძალისხმევა, რომელიც აფხაზი ლიდერის ამ და სხვა ინიციატივებს ლობირებს, რითაც, მათი თქმით, „ზიანს აყენებს აფხაზურ - რუსულ“ ურთიერთობებს“.

გაბნიას თქმით, „დღეს ეჭვქვეშ არავინ ეყენებს რუსეთის როლს, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ერთადერთი გარანტია“, თუმცა, ბიჭვინთის აგარაკის და მიმდებარე ტერიტორიის, მიუსერას ტყის ჩათვლით, მუდმივ მფლობელობაში რუსი ოლიგარქებისთვის გადაცემა, გაუმართლებელია.

„საკითხავია, ვის ინტერესებს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, რომელიც სრულიად მოკლებულია აფხაზურ მენტალიტეტს და საღი აზროვნების ნიშნებს, როდესაც აცხადებს, რომ ჩვენში ხალხის აზრი განუვითარებელია? „ - აღნიშნა მან.

„აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ კანონპროექტი“, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს, დღემდე მწვავე კამათის საგანია სოხუმში.

გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, ასლან ბჟანიასგან მოითხოვს, ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზების შეჩერებას, ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების არდაშვებას.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


ამავე თემაზე:

სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI



 

Print