რეგიონი
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
ფოთში, მალთაყვის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებიდა.

ინციდენტის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
Print