ახალი ამბები
ნიდერლანდებში მარტვილელი მამაკაცი მოკლეს
ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. პოლიცია ახლა დანაშაულში ბრალდებულ, ასევე საქართველოს მოქალაქეს ეძებს.

ინფორმაცია  ამის შესახებ, ნიდერლანდების ოფიციალურმა უწყებებმა  გამოაქვეყნეს. 

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ორივე მათგანი, ქალაქ უტრეხტში, პოკერის საერთშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

შემთხვევა ერთ- ერთ სასტუმროში მოხდა, დანაშაული ცივი იარაღით, დანით არის ჩადენილი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთ - ერთი ვერსიით, მომხდარი ურთიერთშელაპარაკებას უკავშირდება.


Print