ახალი ამბები
წალენჯიხაში მამაკაცს საკუთარი თავის დაყაჩაღებაში ინსცენირებას ედავებიან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში პოლიცია მამაკაცს საკუთარი თავის დაყაჩაღების ინსცენირებას ედავება.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მამაკაცს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მტკიცებულებების ფალსიფიცირება ედება. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რა სახის სასჯელი შეეფარდება ბრალებულს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედანში გვიან ღამით მიქავების ოჯახი დააყაჩაღეს, ოჯახის ერთი წევრი კი სცემეს. პოლიცია მომხდარს 179-ე მუხლით იძიებს.

Print