ახალი ამბები
2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში შესვლა პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც შეეძლებათ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდება, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებიც შევლენ.

მინისტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით, პირველ კლასში ბავშვის შეყვანა მშობლის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

„წელს ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებოდათ 6 წელი, შეეძლოთ სკოლაში შესვლა. ახლა დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში შესვლა პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც შეეძლებათ. ასევე, ამავე კანონპროექტში ჩავწერთ, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან, სკოლაში ის ბავშვებიც შევლენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. აქ უკვე ეს საკითხი  იქნება ნებაყოფლობითი, თუ მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილი მზადაა მიიყვანოს სკოლაში, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ. თუ არადა, ის წელიც შეუძლიათ ბაღში დარჩნენ  და შემდეგი წლიდან შევიდნენ სკოლაში“, - განაცხადა ამილახვარმა.

Print