ახალი ამბები
გუდაუთაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მედია
გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ინტერნეტ გამოცემა "აიაირას" ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი მათგანი აალდა.

ამავე ცნობით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა. 


ფოტო: ჩპ აბხაზია
Print