ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ", წერს "აფსნიპრესი".

"განკარგულების" თანახმად, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც გაწვევის ვადა ამოიწურა, გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან.

ამავე ცნობით, "მინისტრთა კაბინეტს, რაიონის გამგეობებს და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციას დაევალა სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა".


ამავე თემაზე: ანქვაბმა აფხაზეთში მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
Print