ახალი ამბები
გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანიები იფრენენ არაღიარებულ რესპუბლიკაში - რუსული ჰოლდინგები სოხუმის აეროპორტზე
რუსეთის უმსხვილესმა აეროპორტებმა უარი განაცხადეს სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"რეგიონების აეროპორტებმა", "აეროდინამიკამ", "ნოვაპორტმა", ასევე მოსკოვის "შერემეტევომ" და "ვნუკოვომ" აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს", - წერს "ვედომოსტი" წყაროზე დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, ჰოლდინგებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანიები იფრენენ არაღიარებულ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, "პრობლემას წარმოადგენს პროექტისთვის სამშენებლო მასალების მიწოდება, რადგან ისინი აფხაზეთში არ იწარმოება".

ინფორმაციისთვის, მოსკოვმა და სოხუმმა ბაბუშერას აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის ივნისში მოაწერეს ხელი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ტურიზმის მინისტრმა" თეიმურაზ ხიშბამ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება.


ამავე თემაზე: 

სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება, - ხიშბა

სოხუმის აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები ააშენებენ


Print