ახალი ამბები
მარტვილის კანიონი და კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

მარტვილის კანიონი და კოლხეთის ეროვნული პარკი ტურიზმის "ოსკარად" წოდებული ჯილდოს, World Travel Awards-ის მფლობელები გახდნენ.


ინფორმაცია და დაჯილდოების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.




ამავე ცნობით, მარტვილის კანიონი, ევროსაბჭოს დიპლომისა და სკუბა დაივინგის ჯილდოს შემდეგ, საქართველოს წამყვან ტურისტულ ობიექტად, ხოლო კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც იუნესკომ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, საქართველოს წამყვან ეროვნულ პარკად დასახელდნენ. 

დაჯილდოების ორგანიზატორების ინფორმაციით, World Travel Awards-ის სხვადასხვა ნომინაციაში საქართველოდან რამდენიმე ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ეროვნული პარკი და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.

ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სპეციალისტი და ექსპერტი სტუმრობს, 29 სექტემბერს გაიმართა. რიგით 30 - ე საიბულიეო ცერემონიალს ბათუმი მასპინძლობდა.


 

Print